უსაფრთხო ინექცია
ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით საშიშია ნარკოტიკების მოხმარება საზიარო საინექციო საშუალებების გამოყენების გზით, რომლის დროსაც ადამიანი სისხლით გადამდები ისეთი დაავადებების გადადების რისკის წინაშე დგება, როგორიცაა: აივი/შიდსი, ჰეპატიტები, სიფილისი და სხვ.
როგორ შევამციროთ აივ ინფიცირების რისკი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში?
აივ ინფექციის რისკის შესამცირებლად საჭიროა სტერილური/საკუთარი საინექციო აღჭურვილობის გამოყენება და დაცული სქესობრივი კავშირი.
არ ათხოვო და არ ითხოვო !- უსაფრთხო ინექციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საკუთარი ნემსის/შპრიცის ქონა, აუცილებელია ინდივიდუალური ჭურჭლის და აღჭურვილობის ქონა.
„გაზიარება“ ნიშნავს არა მხოლოდ სხვისი ნახმარი შპრიცით სარგებლობას, არამედ სხვისი ნახმარი ფილტრის, გასაზავებელი წყლის, წყლის ჭურჭლის, ბამბის/სპირტიანი ტამპონის, კოვზის მოხმარებას ან სხვისთვის გადაცემას.
რა შედის ინდივიდუალურ ჭურჭელში?
ახალი, სტერილური ნემსები და შპრიცები . თითოეული გაკეთება თითო სტერილური შპრიცით;
• გასაზავებელი წყალი, ჭიქები; ნარკოტიკული საშუალებების გაზავების ან შპრიცების გარეცხვის დროს არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც კონტაქტში იყო გამოყენებულ ნემსებთან, შესაძლოა ნემსებზე სხვისი სისხლი იყოს დარჩენილი;
• კოვზები ან ჭურჭელი. ვირუსული დაავადების გადადება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ კოვზზე მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა შპრიცით ამოიღებთ;
• ფილტრები; გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ფილტრი. სხვისი ფილტრის გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა მასზე სხვისი სისხლი იყოს დარჩენილი;
• ტამპონები/სველი სპირტიანი ხელსახოცები. ნუ მოხარშავთ ნახმარ ბამბის ტამპონებს და გაწურავთ მასში ჩარჩენილ ნარკოტიკის წვეთებს. ასეთი ხსნარის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს „ბამბის ციებ-ცხელება“;
• ინექცია განახორციელეთ სუფთა ხეელებით;
• ის ზედაპირი, რომელზეც ნარკოტიკულ საშუალება მზადდება, შესაძლებელია რომ სხვისი სისხლით იყოს დასვრილი;
• სისხლმა შესაძლოა ბამბის ტამპონშიც კი გაჟონოს და თითები დაგისვაროთ, ამის გამო შესაძლოა დაისვაროს საინექციო ინსტრუმენტები.
შეუკვეთე სრულიად უფასოდ და კონფიდენციალურად ზიანის შემცირების სტერილური საინექციო აღჭურვილობა Selftest.ge-ზე. ხოლო თუკი გესაჭიროება კონსულტაციები, მიმართე ზიანის შემცირების პროგრამას სხვადასხვა ქალაქში. დაგვიკავშირდი: https://www.facebook.com/geohrn